
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სიტყვით გამოსვლას ლას ვეგასში ინციდენტი მოჰყვა.
მას დარბაზში დამსწრე ქალბატონმა მოულოდნელად ფეხსაცმელი ესროლა. ქალი დარბაზიდან უსაფრთხოების სამსახურმა გაიყვანა. ჰილარი კლინტონმა კი სიტყვით გამოსვლა ათას კაციან აუდიტორიასთან ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა. უცნობია ქალის ვინაობა და მიზეზი, რამაც მისი პროტესტი გამოიწვია.