
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დეესკალაცია სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია შეწყდეს "მაიდნის ხელისუფლების" ლეგიტიმურად აღიარება:
"მიგვაჩნია, რომ უკრაინის კრიზისის დეესკალაციის უზრუნველყოფა სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის აუცილებელია შეწყდეს "მაიდნის ხელისუფლების" ლეგიტიმიზაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი, ძმური, მეზობელი ქვეყანაა. მას შეუძლია იყოს და უნდა იყოს კიდეც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შემაერთებელი რგოლი და არა - განხეთქილების ვაშლი", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.