
ბათუმი-სარფის მონაკვეთზე კილომეტრნახევრიანი საცობია. გონიოს მონაკვეთზე ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. ადგილზე როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოსახლეობა ითხოვს გონიოს მიწების საკუთრებაში დაკანონებას.
ამ წუთებში მოსახლეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ხვდება. ხაბაძე აქციის მონაწილეებს ახალი კომისიის შექმნას სთავაზობს, რომელიც თავიდან შეისწავლის ვის ეკუთვნის მიწის ნაკვეთები, რადგან მისი თქმით, წინა ხელისუფლებამ მიწის ნაკვეთები უსამართლოდ გადაანაწილა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.. გზის გადაკეტვის გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ ტრაილერებისა და საცობში მოყოლილი ავტომობილების მძღოლები.