
გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს. ის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში ცხოვრობს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ის იმყოფებოდა ძმის ოჯახში, რომელიც სოფელ კარალეთში ცხოვრობს.
როგორც ჰამლეტ პეტუაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულს შეხება ჰქონდა დედასთან და რძალთან. მათ უკვე მიეცათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია.