რამდენიმე დღის წინ მესტიაში შემზარავი დანაშაული მოხდა - 27 წლის გეგი ხაფთანი მეგობარმა, სპარტაკ გოშუანმა სასიკვდილოდ გაიმეტა. გეგი მესტიის აეროპორტის დაცვის თამანშრომელი იყო. იქვე მუშაობდა გოშუანიც. მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყება ორ წელიწადში აბსოლუტურად რეალისტურია, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის გადაცემაში "კვირის თემა" ჩართვისას განაცხადა.
გარწმუნებთ, რომ არ მოსულიყო "ქართული ოცნება" და ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ეს დღე არ იქნებოდა ჩვენს ისტორიაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ასოცირების ხელშეკრულებაზე საუბრისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, შესაძლებელია თუ არა, რომ ევროპული ბაზრის სანაცვლოდ საქართველომ დაკარგოს რუსული ბაზარი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თავდაცვითი რეაქციების შესახებ განცხადება, ვაჭრობის რეჟიმს ეხებოდა.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული პაატა გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
დაახლოებით ღამის სამ საათზე საპატრულო პოლიციამ „ტაბულას“ თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი დააკავა. პოლიციელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ „ტაბულა“ იტყობინება.
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე ინგა გრიგოლიას გადაცემაში "რეაქცია" ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ვერც ხვდება, როცა საქართველოს სუვერენიტეტის შემკვეცავ განცხადებას აკეთებს.
ეს ვიდეოკადრები, სავარაუდოდ ერთ-ერთ რაიონშია გადაღებული. გარეთ საშინლად წვიმს, ქორწილში მისულ ადამიანებს კი სრულადაც არ ანაღვლებთ ეს და არც ის, რომ მათ ფეხქვეშ ტალახიანი მდინარე გაედინება.
26 ივნისს გიორგი ვარდოსანიძემ 26 წლის გახდა. მსახიობმა ოქროს დაბადების დღე ახლობლების ვიწრო წრეში სალომე ჭაჭუას აგარაკზე შანკევანში აღნიშნა.