ნატო: უკრაინაში სეპარატისტები რუსეთიდან მიღებულ რაკეტებს იყენებენ

Image

ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, სეპარატისტებმა უკრაინული შვეულმფრენები რუსეთიდან მიღებული იარაღით ჩამოაგდეს.

 

 

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან თავი მოუყარა მნიშვნელოვან ძალებს, მათ შორისაა სპეციალური დანიშნულების 7 ბატალიონი. მისივე განცხადებით, მოსკოვი მეამბოხეებს აწვდის ჰაერსაწინაარმდეგო თავდაცვის სარაკეტო კომლექსებს და სხვა სახის შეიარაღებას.

 

„რასაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის საზღვრებთან (რუსეთის ტერიტორიაზე) ეს არის მძიმე შეირაღება, ჯავშანტრანსპორტიორები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შეიარაღებას იყენებენ უკვე საზღვრის მეორე მხარეს“ - განაცხადა ბრიდლავმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ საზღვარზე შეიარაღებული ფორმირებების, შეიარაღებისა და ფინანსების საზღვრის მეორე მხარეს გადასროლას.

 

„რუსეთის არარეგულარული შეიარაღებული ძალები ძალიან აქტიურობენ აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ძალები ძალიან აქტიურობენ უკრაინაში. და რუსული ფინანსები ასევე ძალიან აქტიურობენ აღმოსავლეთ უკრაინაში“, - განაცხადა ბრიდლავმა.

 

ამერიკელი გენერლის განცხადებით, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის საზღვარზე ყველაზე დიდი გამოწვევაა ცივი ომის შემდეგ.

 

ბრიდლავმა აღნიშნა, ბარაკ ობამას ინიციატივს მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ჯარების და მოკავშირეების გასაძლიერებლად მილიარდი დოლარი გამოიყოფა.

 

„ჯერ ძალიან ადრეა ჩვენი სამოქმედო გეგმების დეტალებზე საუბრისათვის, მაგრამ ახალი პროგრამის ფარგლებში გაძლიერდება წვრთნები და მზადყოფნა, როგორც ალიანსის ასევე ჩვენი პარტნიორების“, აცხადებს ნატოს მთავარსარდალი.

 

გუშინ საღამოს, დასავლეთის ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების შუამავლობით შეთანხმებას მიაღწიეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეთანხმდნენ ერთობლივად იმუშაონ ცეცხლის შეწყვეტაზე და საზღვარზე ეფექტური კონტროლის ჩამოყალიბებაზე.

 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ახალი ინიციატივის მიხედვით, აშშ ევროპის ქვეყნებში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის გაზრდას აპირებს. „ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობას ევროპის ქვეყნებში, რათა ამით დახმარება გავუწიოთ ჩვენი მეგობრების – უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობას - განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ ვარშავაში.

 

ამერიკის პრეზიდენტი აღმოსავლეთ ევროპის დასაცავად კონგრესს მილიარდ დოლარს სთხოვს. ობამას ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკული ჯარის გაძლიერებასა და „არანატოელი ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას სამხედრო პოტენციალის გაზრდას გულისხმობს.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !