პოეტის ერთი ლექსი: ეკა ქევანიშვილის "ბატონო პრემიერო. და მინისტროც"

Image

ახალგაზრდა პოეტმა ეკა ქევანიშვილმა, რომელიც თანამედროვე პოეზიის მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი (საუკეთესო დებიუტის ნომინაციაზე ეკა ქევანიშვილი "საბაზეც" იყო წარდგენილი) გამოაქვეყნა ლექსი: "ბატონო პრემიერო. და მინისტროც", რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ქართულ ინტერნეტსივრცეში.

 

ბატონო პრემიერო. და მინისტროც

 

გამარჯობა, ბატონო პრემიერო.

ჩემი ოცნებაა, შეგხვდეთ და ვნახო, როგორ ჭამთ.

მაშინ, როცა არავინ გიყურებთ. არც ტელეკამერები.

გამარჯობა.

 

ძალიან მინდა დავინახო, რომელ ხელში გიჭირავთ ჩანგალი,

ბატონო პრემიერო და მინისტროც.

ორივე ყბით ღეჭავთ თუ ცალით.

 

მაინტერესებს, რომელი ქვეყნის მეტრო გიყვარდათ,

გასაგებია, რომ ამ ქალაქის გძულდათ, მაგრამ რომლის გიყვარდათ?

 

თუ ოდესმე ასეთი რამ მომხდარა - ადამიანური სიყვარულები თუ გქონიათ.

სისუსტეებიც - მაგალითად, ქუჩაში ჰოთ-დოგის კბეჩა.

 

ბატონო პრემიერო და მინისტროვ,

გუშინ თქვენზე დიდი ჩინოსანი სხვა ქალაქის პარკში შემხვდა,

გვერდით ჩამიარა.

 

მშვიდად გავაგრძელე ნაყინის ჭამა - არავის გავუგდივარ იქიდან მუჯლუჯუნებით

არც ბეტონის შენობები მდგარა იმ პარკში,

მინდორზე შეყვარებულებს ეძინათ.

 

გამეფიქრა, ნეტა ჩემი პრემიერიც ხედავდეს.

ნეტა ჩემ პრემიერსაც გაახსენდეს.

ათასობით ადამიანი საკუთარი ფანჯრებიდან ხეების ნაცვლად

ახორხლილ შენობებს რომ უყურებს. შენობებს სუნთქავს.

 

ბატონო პრემიერო, ისე მაინტერესებს,

სადაც არ გიცნობენ, იქ მაინც თუ შეგიძლიათ

მარტო სიარული, ადამიანივით?

და ტანსაცმელს თქვენით ყიდულობთ

თუ უკვე ეგეც სხვების საქმეა?

 

ნეტა, როგორია ბატონო პრემიერო,

უცებ ნიგვზიანი ბადრიჯანი რომ გინდება და

ხიზილალის მოცუცქნული ბუტერბროდები უნდა მიირთვა -

რომელიმე იდიოტურ მიღებაზე.

 

ნეტა, ფეხები თუ გეყინებათ ბატონო პრემიერო.

რავიცი, რამე ჩვეულებრივი მინდა გკითხოთ.

მაგალითად, თქვენი მამა რომ მაღაროში მუშაობდეს და

უცებ მაღარო ჩამოინგრეს, რას იგრძნობდით.

 

მარტივ რამეებს გეკითხებით, ბატონო პრემიერო და მინისტრო.

რა კარგი იქნებოდა არა, ისეთ ქვეყანაში რომ გვეცხოვრა,

სადაც ეკლესიის არ შეგეშინდებოდათ.

 

უნიჭო პოეტების საღამოებზე რომ არ დადიოდეთ.

როკს უსმენდეთ და ხანდახან ქუჩაში მოტოციკლეტით გხედავდნენ.

ყველა ადამიანს ცალ-ცალკე იცავდეთ.

უმრავლესობა გეკიდოთ.

 

ნეტა, როცა პრემიერი აღარ იქნებით, რამდენი ფული გექნებათ დაგროვილი?

სამოქალაქო სექტორში თუ გადახვალთ...

იქიდან კრიტიკა მოდაშია.

ბატონო პრემიერო.

 

27 ივნისი, 2014.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !