იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 285 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 27,967 შეადგინა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1 872 ადამიანი დაავადდა.
კიევში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა 10%-ს ჯანდაცვის მუშაკები შეადგენს. ამის შესახებ, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, კიევში კორონავირუსი ჯანდაცვის 148 მუშაკს დაუდგინდა.
თბილისის მერიასთან ტრანსგედნერმა ქალმა თავს დაწვა სცადა. შესაბამისი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი, რადგან საქართველოს სახელწიფო ჩემზე არ ზრუნავს, ამიტომ თავს ვიწვავ“, - აცხადებდა მოქალაქე.
ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 38 ადამიანს დაუდგინდა - ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.
საფრანგეთში კორონავირუსით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 289 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში, ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა 24 376-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექციის ხელმძღვანელმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტესტირებების გაფართოება პირველ ეტაპზე შეეხება იმ სამედიცინო პერსონალს და კლინიკების თანამშრომლებს, სადაც კოვიდინფიცირებულების მკურნალობა მიმდინარეობს. ასევე სასწრაფოს თანამშრომლებსა და მათთან ერთად მომუშავე პერსონალს, კარანტინში მყოფ ადამიანებსა და ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არის იმედი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირს“ მიიღებს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლებამ უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან მისი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია და საქართველოს პრეპარატი „რემდესივირი“ მისცენ.
რუის-ურბნისის ეპარქია განცხადებას ავრცელებს. ეპარქია განცხადებაში ეხმაურება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მონასტრის წინამძღვარი დავით კობაიძეა დაკავებული და აღნიშნავს, რომ კობაიძე მონასტრის წინამძღვარი არასდროს ყოფილა და ის მონასტრის რიგითი წევრია.