„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებას ეხმაურება და ტესტების აუცილობლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იმის მტკიცება, რომ სწრაფი ტესტი და მასობრივი დიაგნოსტიკა ცუდია, არის ან სიბრიყვე, ან მიზანმიმართული მავნებლობა.
ბოლო 24 საათის მანძილზე, ესპანეთში კორონავირუსით 301 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ახალი შემთხვევების რაოდენობამ 1308 შეადგინა. საერთო ჯამში, ესპანეთში კორონავირუსით ესპანეთში 23822 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ინციფირებულთა რაოდენობამ 210 000-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გარდაცვლილთა და ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, საიდანაც დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა.
დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული „უკიდურესად მძიმე“ პაციენტი გამოჯანმრთელდა. როგორც თეა თავართქილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ პაციენტს ონკოჰემატოლოგიური დაავადება აქვს და მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამჟამად covid19-ზე ორივე ტესტირების პასუხი უარყოფითია.
თელავში, მდინარე ალაზანში 80 წლამდე კაცს ეძებენ. მეორე დღეა მაშველები სოფელ გულგულაში მცხოვრებ ალექსი პეტრიაშვილს ეძებენ. ადგილობრივების ინფორმაცით, გუშინ დილით ხანდაზმულმა მამაკაცმა საქონელი სამწყემსად მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. “ 2020 წლის 28 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 500 000 ლარი.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დღეს, ბოლნისში დაინფიცირების 5, თეთრიწყაროში კი 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მთავრობის მიერ თვითდასაქმებულთა დახმარების გეგმა „ნეპოტიზმისა და კორუფციის წყარო იქნება“.