სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„ტესლას“ გენერალური დირექტორი, SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ თითქმის მთელ თავის ქონებას ყიდის. „ვყიდი მთელ ჩემს პირად ქონებას. სახლი აღარ მექნება“, - წერს მასკი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება.
გერმანიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 945 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 161 703-მდე გაიზარდა, -ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის მანძილზე, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ დაღუპულა.
აჭარაში კორონავირუსზე 382 პირი გამოიკვლიეს, თუმცა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს.
აშშ-ის „საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ” კორონავირუსის სამკურნალოდ გადაუდებელი საჭიროების დროს გამოყენებისთვის პრეპარატ „რემდესივირზე“ ნებართვა გასცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 16-ით გაიზარდა და 582 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5025 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 540 პირი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დღეს გარდაცვლილი პაციენტი 72 წლის ქალია, რომელიც საავადმყოფოში 14 აპრილს მოათავსეს. მისივე განმარტებით, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.