მმართველი გუნდი არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

Image

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის პროცესის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობისა და დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

 

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოქტომბრის თვეში მოსალოდნელ რისკებზე დღეს საუბარი და მსჯელობა ძალიან რთულია და არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არანაირი საფრთხის ქვეშ არ დადგება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მმართველი გუნდი მზად არის, ყველა იმ საკითხსა და მექანიზმზე გაიმართოს ფართო ჩართულობით დისკუსია, რომლითაც პანდემიით გამოწვეული რისკების პრევენცია მოხდება.

„ეს არის თეორიული მოცემულობა და ამაზე მსჯელობა დღეს ძალიან რთულია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნება 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარებას. როგორც მოგეხსენებათ, არჩევნების გადადების ერთადერთი თეორიული ვარიანტი არის ის, რომ საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდეს, თუმცა დღეისათვის ამის წინაპირობა არ ჩანს. როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჩვენ დღეს არ ვიცით. შესაბამისად, გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი და ვფიქრობთ, რომ არანაირი საფრთხის ქვეშ არ დგას 31 ოქტომბერს არჩევნების ჩატარება, თუმცა რა თქმა უნდა, მსჯელობისთვის მზად ვართ. რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, მეეჭვება, რომ ამისათვის მომზადდეს სათანადო ინფრასტრუქტურა 31 ოქტომბრამდე. რაც შეეხება სხვა მექანიზმებს, რომლითაც შეიძლება რისკების პრევენცია, ამაზე მსჯელობისთვის მზად ვართ და ალბათ, შედგება შესაბამის ფორმატში განხილვები. თუ იქნება ასეთი მსჯელობა, აქ ჩართული იქნება როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ეს ისეთი საკითხია, რაზეც ღია მსჯელობა უნდა გაიმართოს.

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენი ამოცანაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ბუნებრივია, ამ არჩევნებს დააკვირდება ძალიან ბევრი სუბიექტი, ჩამოვლენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩამოსული იქნება ეუთოს მისია, ასევე როგორც იცით, ამ პროცესს აკვირდება IRI და NDI. ბუნებრივია, როდესაც დაიწყება მათი საქართველოში ჩამოსვლა და მათთან პირველი შეხვედრები შედგება, იქ ყველა ის საკითხი იქნება განხილული, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო გარემოსთან, მათ შორის ამომრჩევლის აქტივობასთან. ჩვენ მზად ვართ, ყველასთან დისკუსიისთვის და მხედველობაში მივიღებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების სათანადოდ ჩატარებასთან. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ მზადყოფნას დისკუსიისთვის, ყველა შესაბამის საკითხზე უნდა გაიმართოს დისკუსია ფართო ჩართულობით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, მისი თქმით, კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების დამტკიცება სავარაუდოდ, ივლისის ბოლომდე მოხდება.

„როგორც კი გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, მაშინვე განახლდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი და იქიდან დაახლოებით ერთი თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები დავასრულოთ. პრინციპში, დრო საკმარისია. იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებთ პანდემიის დაძლევას 22 მაისამდე, ანუ იქამდე, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, ამ შემთხვევაში უკვე ივლისის ბოლოსთვის შეიძლება მთლიანად პროცესის დასრულება. თუ საჭირო გახდა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, არც ამ შემთხვევაში შეექმნება პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაქსიმუმ ივლისში შევძლებთ, რომ პაკეტი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, პრობლემის ქვეშ არ დგას არჩევნების ახალი სისტემით ჩატარება 2020 წლის ოქტომბერში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით, დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე, რათა არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად შესაბამისი ზომები განისაზღვროს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ოქტომბერში, არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. შესაბამისად, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ხელისუფლებას მოუწოდებს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ამ კუთხით არსებული ბუნდოვანება გაფანტოს.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !