ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში და სხვადასხვა საქმიანობას ეწეოდნენ.
ეკონომიკის გახსნის მიზნით, დღეს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე კომპანიების რეგისტრაცია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით დაიწყება. როგორც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე აცხადებს, კომპანიები იმ დღესვე გაიგებენ თავიანთ სტატუსს, რამდენად აკმაყოფილებენ ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ საქმიანობა დაიწყონ. მისივე თქმით, თუ რომელიმე კომპანიას ხარვეზები დაუფიქსირდება, ის მიიღებს დამატებით რეკომენდაციებს და მიეცემა შესაძლებლობა, რომ გაასწორონ ხარვეზები.
გერმანულმა კომპანია „ბიოენტექმა“, რომელიც „კოვიდ-19“-ის ვაქცინაზე ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „ფაიზერთან“ ერთად მუშობს, ადამიანებზე ტესტირება უკვე დაიწყო. კომპანია „ფაიზერში“ აცხადებენ, რომ შემდეგი კვირიდან ტესტირებები ამერიკაშიც დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სტრიტ ჯორნალი“ ავრცელებს.
პარტიის „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დღეს COVID-19-ის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
საფრანგეთში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ სკოლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.
ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეებს, როგორც ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე, ასევე მათ ეკონომიკურ და სოციალურ პასუხისმგებლობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.