1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1923 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1923 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2060 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 23-ით გაიზარდა და საერთო ჯამში უკვე 207 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინშია 5 320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548 პირი.
აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 2 035 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 63 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი" ავრცელებს.
მსოფლიოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პირველ ხუთეულში შემავალი პაციენტის სრულად გამოჯანმრთელებაზე სტრესს შესაძლოა, რაღაც დონის უარყოფითი გავლენა ჰქონოდა, მაგრამ „მთავარი მიზეზი ეს ნამდვილად არ არის“.
მოძრაობა „შეცვალე“ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ გაუქმდა ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე პირის კუთვნილი გვერდი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ საავადმყოფოში კარანტინი ახლა არ გამოცხადებულა და კლინიკა აღნიშნულ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უნდა რცხვენოდეს საკუთარი საქციელის, რადგან ის ჩინეთის საზოგადოებასთან ურთიერთობების სააგენტოსავით მოიქცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა.
სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე, კორონავირუსის 82 ახალი შემთხვევა გამოვლიდა და საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების რიცხვმა 2 148-ს მიაღწია. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 33 შეადგინა.
საქართველოს ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას და უკრაინის მოქალაქეებს, მიხეილ სააკაშვილის ვიცე პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული კომენტარების თაობაზე მიმართავენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს ხელისუფლების ბოლო უპასუხისმგებლო განცხადებები და ქმედებები არის სტრატეგიული პარტნიორის მიმართ უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი და უკრაინის შიდასახელმწიფოებრივ საკითხებში უაპელაციო ჩარევის მცდელობა, რაც ჩრდილს აყენებს ჩვენი ხალხების მტკიცე მეგობრობას“.