ზვიად შალამბერიძე - დღეიდან ქუთაისში შესვლა-გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი მოხდეს

Image

იმერეთის მხარეში ეპიდსიტუაცია უკვე მე-4 დღეა, უცვლელია, - აღნიშნულის შესახებ  იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, გადაადგილებასთან დაკავშირებით დღეიდან ქუთაისისთვის შეზღუდვების მოხსნას ქუჩაში ხალხის განსაკუთრებული სიმრავლე არ მოჰყოლია.

 

„ეპიდსიტუაცია უცვლელია ბოლო 4 დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულების მატება არ გვქონია და საერთო ჯამში, იგივე სურათი გვაქვს, რაც აქამდე გვქონდა. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, დღეიდან ქუთაისიდან შესვლა და გასვლა თავისუფლადაა შესაძლებელი, თუმცა, ბლოკპოსტებს ჯერჯერობით ვტოვებთ, რათა ყველა ადამიანის სკრინინგი განვახორციელოთ. აღნიშნული შეზღუდვის მოხსნის გამო, ხალხის სიმრავლე არ შეინიშნებოდა, ვინაიდან იმ კომპანიების და საწარმოების თანამშრომლები, რომლებიც მუშაობდნენ, ისედაც გადაადგილდებოდნენ, ასევე ისინიც, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა. შესაბამისად, ხალხის ნაკადი არ ყოფილა“, - განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე განცხადებით, ორი დღის წინ, საჩხერეში მოსული უხვი ნალექის გამო მოსახლეობისთვის და ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს ამ დრომდე სწავლობენ.

„გუშინწინ, საჩხერეში იყო სეტყვა, მთის რამდენიმე მდინარე ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა, ძირითადი დაზიანება საავტომობილო გზებს, გაბიონებს მიადგა და რამდენიმე ადგილას მეწყერიც იყო. თუმცა, იმავე ღამეს გაიწმინდა და მოწესრიგდა სოფლის მისასვლელი გზებიც. მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის ზარალს დღემდე ვითვლით, რადგან რამდენიმე სოფელში მოსახლეობის სავარგულებშიც შევიდა წყალი“, - განაცხადა შალამბერიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !