სამი გოგო და ერთი ბიჭი - ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" ოთხი ტყუპი დაიბადა. ჩვილების დედა, ნათია ძნელაძე 33 წლისაა. - იტყობინება აჭარის ტელევიზია.
ტელეკომპანია "ჯი-დი-ეს"-ზე ადასტურებენ, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერში საზოგადოებრივ-შემეცნებითი თოქშოუ გავა, რომლის ავტორი და თანაწამყვანი ბიძინა ივანიშვილია.
ყოფილი უფლებადამცველი ნანა დევდარიანი "ალიასთან" საუბარში მიმდინარე პროცესებსა და ქართულ პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის როლს ასე აფასებს:
გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან - კონკრეტული სიტუაცია სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვაგვარი ქმედებისკენ უბიძგებს და თუ ახლობლისთვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება დიდად გასაკვირი არაა, ეს დასაფასებელი ხდება, როცა საქმე უცნობ ადამიანებსა და სულაც, ცხოველებს ეხება.
ბრიტანული რესტორნის მენეჯერს თვალში სიმსივნე განუვითარდა და გადავიდა მთელს სახეზე. 3D პრინტერის საშუალებით კი შეძლეს მისი სახის აღდგენა.
იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქარელის რაიონში მცხოვრები 36 წლის ქალბატონი პურის ცხობის დროს თონეში ჩავარდა და ხელის მტევნები დაიწვა. - ამის შესახებ პორტალი "კვირა" იტყობინება.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ფაქტით, ხელისუფლებას, ქვეყნის სათავეში ყოფნის წამზომი ჩაერთო.
ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური თოქშოუს წაყვანის თაობაზე ექს-პრემიერის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ პროექტი არ შედგეს.
„იმ ქვეყანაში, სადაც ჯაბა იოსელიანი ტერენტი გრანელის გვერდით განისვენებს, შევარდნაძე რომ ტაძრიდან გაასვენონ, არ გამიკვირდება... “- ამბობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე ,,ფრონტნიუსთან“ საუბრისას.
ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირი ნუგზარ (სულა) სულაშვილი, რომელსაც შეხება ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან და საბჭოთა დროს სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტების სიასთან, „ფეისბუქში“ წერს, რომ როცა დრო დადგება, ამ კუთხით ერთ საინტერესო ისტორიას მისი ნდობით აღჭურვილი პირი საზოგადოებას გააცნობს.