-
2014-07-15 16:21
მოსკოვის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოცამდე გაიზარდა. ამის შესახებ მოსკოვის საგანგებო სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე გავრილოვმა განაცხადა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სამგზავრო მატარებლის ვაგონის რელსებიდან გადასვლისას 50–მდე ადამიანი დაშავდა, მაგრამ ახალი ინფორმაციით დაშავებულთ არიცხვი 150–მდე გაიზარდა.
გავრილოვის განცხადებით, 120-ზე მეტი დაშავებული ჰისპიტალიზირებულია. როგორც ალექსანდრე გავრილოვმა აღნიშნა, მაშველებმა უკვე მოახერხეს მატარებლის ქვეშ მოყოლილი რამდენიმე ცხედრის ამოყვანა.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ ცრუ სიგნალი გახდა, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29