თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, საკუთარ ავტოფარეხში ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი იპოვეს. იქვე ნაპოვნია სავარაუდოდ, მისივე კუთვნილი იარაღი.
მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ცნობილი გახდა, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას შსს უახლოეს წუთებში გააკეთებს. "აფხაზეთის ხმა" დეტალების გარკვევას ცდილობს.