-
2014-07-15 18:26
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტს ჟურნალისტი ქეთი ხატიაშვილი „ფეისბუქიდან“ გამოეხმაურა.
„გუშინ საღამოს დიდხანს ვისაუბრეთ მე და ეროსი კიწმარიშვილმა, კარგ ხასიათზე იყო, კიდევ ვაპირებდით შეხვედრას, თვითმკლელობა დაუჯერებელია. ის არ იყო არც დათრგუნული არც უხასიათოდ... უცნაურია:(((((((("- წერს ხატიაშვილი.
ჟურნალისტმა აღნიშნული „პირველ რადიოსთან“ სატელეფონო საუბარში დაადასტურა და განაცხადა, რომ გუშინდელი სატელეფონი საუბრისას ის და ეროსი კიწმარიშვილი შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
მისივე თქმით, კიწმარიშვილი მომავალ გეგმებზე ესაუბრებდა.