-
2020-05-26 11:40
"ჰერალდიკის საბჭო" მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, "ჰერალდიკის საბჭო" სახელმწიფო სიმბოლოების აღმართვის, გამოფენის და გამოსახვის წესებზე ინფორმაციას ავრცელებს.
"საქართველოს სახელმწიფოებრიობა უწინარესად გამოხატულია საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებით. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დროშის მიმართ განსაკუთრებული ღირსი პატივით მოპყრობით და მისი წარმოჩენით. საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვა და გამოფენა სახელმწიფოებრივი პიროვნულობის საზეიმოდ არის თითოეული მოქალაქის, საჯარო და კერძო დაწესებულების უფლებამოსილება და ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლების პატივისცემას.
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს!
გთხოვთ, იხილოთ სახელმწიფო სიმბოლოების და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა სიმბოლოების აღმართვის, გამოფენის და გამოსახვის წესები: http://heraldika.ge/uploads/gamosaxvis_wesebi.pdf ," - ნათქვამია "ჰერალდიკის საბჭოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.