
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„გვსურს ქართველ ხალხს გავუგზავნოთ ყველაზე გულწრფელი მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ლიეტუვა თქვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ძლიერი მხარდამჭერია. მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს“,-ნათქვამია მინისტრის მიერ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.