რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დევი ტაბიძის განცხადებით, ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. დღეს კი ისინი 14-15 პაციენტის გატესტვას გეგმავენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ელჩის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილებას შეგვიძლია ვუწოდოთ სერიოზული შეცდომა. ეს ნაბიჯი გარკვეულ დიპლომატიურ დემარშს წარმოადგენს, - ამის შესახებ ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძემ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
ახალქალაქში მომხდარი ინცინდენტის შესახებ ხელისუფლება და სასამართლო კოორდინირებულ მოქმედებას განაგრძობენ. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სამველ პეტროსიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ჩვენმა ძალისხმევამ პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის გახსნის სამი თვით გადავადებით, შეცვალა და გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოს აპირებდნენ გახსნას, მაგრამ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე,- ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 80 ახალი ფაქტი გამოვლინდა. უწყების ცნობით, პოლიციამ 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 74 მოქალაქე დააჯარიმა.
გუშინ საფუძველი ჩაეყარა უკრაინის რეფორმირებას განვითარების, წარმატების, სიმდიდის, კეთილდღეობის გზაზე და მეტიც, დასაბამი დაედო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტიკიცებას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ ზეწოლის, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება ბიძინა ივანიშვილზე შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებას, სწრაფად შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტის შეთანხმება.