
პირველად საქართველოში, ავეჯის უსაფრთხოებას ულტრა-თანამედროვე მეთოდით, რადიაციული დეტექტორის მეშვეობით საკუთარი ხელით შეამოწმებთ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ავეჯი, რომლითაც თქვენი ოცნების კომფორტს ქმნით შესაძლოა ისეთ მავნე ნივთიერებებს შეიცავდეს, რომელიცხელს უწყობს რადიაციულ გამოსხივებას , რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს.
,,გერმანული სავაჭრო ცენტრის მთავარ ნიშას ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული, ჯანსაღი პროდუქცია წარმოადგენს.რადიაციული გამოსხივების საზომის დახმარებით კი დარწმუნდებით, რომ ჩვენთან თანხას იხდით ეკოლოგიურად სუფთა თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პროდუქციაში.‘‘-აცხადებს კომპანიის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი მარიამ პაკაცოშვილი.
გერმანული სავაჭრო ცენტრი (https://www.facebook.com/germanulia/) ქართულ ბაზარზე 15 წლიანი გერმანული გამოცდილებით 2017 წელს გამოჩნდა. უკვე 3 წელია, რაც საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალპროფილურ სერვისებს სთავაზობს.
,,ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქართულ რეალობაში დავამკვიდროთ გერმანული ბიზნეს კლიმატი, მომხმარებლებს შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი და ერთ სივრცეში შევთავაზოთ ისეთი სერვისები და მოსმსახურება, რომლებიც ნაკლები დანახარჯებით მეტ სარგებელსა და კმაყოფილებაზე იქნება ორიენტირებული.
აქვე გეტყვით, რომ გერმანული სავაჭრო ცენტრი გერმანული საერთაშორისო კომპანიაVantrans-ის (https://vantrans.de/) შვილობილი კომპანიაა, რომელიც გერმანიაში 15 წელია წარმატებით საქმიანობს და ახლა უკვე საქართველოშიც მსურველებს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში სასურველი პროდუქციის მოძიებას, სრულყოფილი კონსულტაციის გაწევასა და ტრანსპორტირებას სთავაზობს.‘‘
როგორც გერმანული სავაჭრო ცენტრის პიარის მენეჯერი რადიო აფხაზეთის ხმასთან საუბრისას ამბობს, კომპანიის მთავარი მიზანია, მომხმარებლის მოლოდინის გამართლება და მათ სახლებში სრულყოფილი, ჯანსაღი გარემოსა და იდეალური კომფორტის შექმნა.
,,ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც სხვები მხოლოდ ტრაფარეტული სიტყვებით პირდებიან ადამიანებს. მოგეხსენებათ ქართულ ბაზარზე სავაჭრო ცენტრების საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ჩვენი უდიდესი სურვილია, დავიმკვიდროთ ღირსეული სახელი, გამოვიყენოთ გერმანიაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და გავამართლოთ ის, იმედები, რომლებსაც ჩვენზე ამყარებენ.‘‘
გერმანული მასიური ხისგან დამზადებული, ანტიკვარული და ექსკლუზიური, მათ შორის ხელნაკეთი ავეჯი, სუვენირები, ტორშერები, ქიმია-პარფიუმერია- ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც გერმანული სავაჭრო ცენტრი, თბილისი მოლიდან 3 კმ-ში, მცხეთის გზატკეცილზე მისულ დამთვალიერებლებს სთავაზობს.პროდუქციის ადგილზე მიტანას კი კომპანია მთელი საქართველოს მაშტაბით უზრუნველყოფს.