
მომღერალი ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მომღერლის დედა ავრცელებს.
"ამ დღის სულ მეშინოდა..... ჯაბა აღარ მყავს..... შენით ვარსებობდი და შენით ვსუნთქავდი დედი... სიცოცხლე შენს გამო მინდოდა..... ჯაბა .............ჩემო ერთადერთო..." - წერს მანანა გვასალია.
მომღერალი 12 წელი კომაში იყო. მას დედა, მანანა გვასალია უვლიდა.
ჯაბა ბოჯგუას გულის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა, წლების წინ, ის დააპატიმრეს და გულის შეტევა ციხეში მოუვიდა. ციხის საავადმყოფოში დროულად არ გადაიყვანეს და კომაში ჩავარდა.