
ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედია იუწყება.
მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანულ „შაჰრი ხუდრუსთან“ შეხვედრაშიც ვერ უხელმძღვანელებს, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.
ამ დროისთვის, შოთა არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება და 14 დღით თავის საქმიანობას ჩამოშორდება. დამატებითი დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია. ცნობილია ის, რომ 47 წლის სპეციალისტს ასთმა აქვს და შესაძლოა COVID-19-მა მისი მდგომარეობა გაართულოს.