„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოაქვეყნებული კანონპროექტი, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი, უაღრესად საგანგაშო სიგნალია. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და ზიანის მიყენებას აგრძელებს.
ორ აბიტურიენტს, რომელიც გუშინ მაღალი ტემპერატურის გამო საგამოცდო სივრცეში არ შეუშვეს, PCR კვლევით კი კორონავირუსი არ დადასტურდა. ისინი შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მიმდინარე წელსვე დაუშვან.
“ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად”,- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, თუ გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძესთან გამოძახებაზე მისული პოლიციის ეკიპაჟის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომა გამოიკვეთება, საქმე შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სურამში, ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის. აღნიშნული ინფორმაცია რამაზ ტატიაშვილმა დაადასტურა.