
ქვეყანაში კოვიდ ინფოცირების შემთხვევები დღითი დღე იზრდება და თან საბავშვო ბაღებში ბავშვების წასვლის დრო ახლევდება.
სანამ პატარებს მშობლები ბაღში წაიყვანენ, მათ ბევრი კითხვა უჩნდებათ.
ჩვენ შევეცდებით კითხვებზე - ახდენს თუ არა COVID-19 ვირუსი გავლენას ბავშვებზე და როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს შვილს კორონავირუსის სიმპტომები აქვს - გაგცეთ პასუხი.
იქედან გამომდინარე, რომ ვირუსი ახალია ჯერჯერობით მეცნიერები საბოლოოდ პასუხს ვერ გვაძლევენ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია, რაც მშობელებს აძლევს საშუალებას, თავი შედარებით მშვიდად იგრძნონ.
და კითხვაზე - როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს შვილს კორონავირუსის სიმპტომები აქვს?
პასუხია - მიმართეთ ექიმს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამჟამად არის გრიპის სეზონი და COVID-19-ის სიმპტომები, როგორიცაა ხველა ან ტემპერატურის მატება, ახასიათებს გრიპს ან ჩვეულებრივ გაციებასაც, ეს დაავადებები კი ბევრად უფრო გავრცელებულია.
და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გააგრძელეთ ხელების სისუფთავის და სასუნთქი გზების ჰიგიენის სათანადო დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, და გყავდეთ ბავშვი სათანადოდ აცრილი, რომ ის დაცული იყოს სხვა ვირუსებისგან და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან.
ისევე, როგორც სხვა გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების დროს, დროულად მიმართეთ ექიმს,რომ არ დაუშვათ დაავადების სხვა პირებისთვის გადაცემა.
შეგახსენებთ, რომ 12 ოქტომბერს საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა 28 სექტმბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება აჭარის რეგიონში არსებულ ბაღებს.