
პანდემიის პერიოდში საზოგადოების დიდი ნაწილი შეთანხმდა, რომ სახალისო ვიდეოების გადაღება ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია, ამიტომაც სოციალურ ქსელ TikTok-ს არა ერთი ქართველი სელებრითი შეუერთდა.
მომღერალი ნინო ჩხეიძე , რომელიც TIK-TOK-ის არც თუ ისე აქტიური მომხმარებელია, ამ სოციალურ ქსელშიც ძალიან პოპულარული გახდა.
სიმღერამ „მიყვარდა“, რომლის პრემიერაც 30 სექტემბერს მომღერლის YOUTUBE არხზე შედგა, მოგვიანებით TIK-TOK-ზე გადაინაცვლა და ათასობით გამომწერი შეიძინა.
სიმღერას მღერის ყველა, განურჩევლად სქესისა თუ ასაკისა. მათ ვიდეოებს კი ნახულობს არა მხოლოდ ტიკტოკერები, არამედ ნინო ჩხეიძის სხვა და სხვა სოციალური ქსელის გამომწერებიც, რადგან მომღერალი მათ ვიდეოებს სიამოვნებით უზიარებს ინსტაგრამისა თუ ფეისბუქ გვერდის „ფოლოვერებს“.