
ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი სხვადასხვა მძიმე დაავადებებს დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა, თუმცა, როგორც თავად ჰყვება ახლა თავს კარგად გრძნობს და სწორმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.
– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მქონდა. ჯერ გულმა შემაწუხა, შემდეგ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე გამიჩნდა, რის გამოც თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს.
შემდეგ რადიოლოგიური თერაპიის კურსი გამატარეს – 39 სეანსი დამჭირდა. ამან სისხლის გათეთრება გამოიწვია და უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი.
საბედნიეროდ სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ექიმებმა ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც კი დამავიწყდა.
ჩემთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო. ყველაზე საყვარელი საქმე, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი, ლამის ხელიდან გამომეცალა. დრომ სასიკეთოდ იმოქმედა და ნელ-ნელა მეხსიერება აღმიდგა.
რატიმ შეუძლებელი გააკეთა. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლო ასეთი მობილიზება, ფინანსების მოძიება. ერთი წუთითაც არ მომშორებია. ინგლისური შესანიშნავად იცის და ყველაფერს ის აგვარებდა.
ძალიან ვწუხდი, რომ ჩემს შვილს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდე. მშობელი რა ასაკშიც უნდა იყოს, სურს შვილს თავად დაეხმაროს. ყოველთვის ასე ვიყავი, უცებ კი შვილების მოსავლელი და საზრუნავი გავხდი.
ჩემი მკურნალი ექიმი კონსულტაციებს თბილისში ატარებდა და ყოველ სამსაბათს თურქეთიდან ჩამოდიოდა. როცა ჩემი ვარსკვლავი იხსნებოდა, ისიც მოვიპატიჟეთ.
გაგიჟდა, ამდენი ხალხი რომ ნახა, ასეთი სიყვარული და დაფასება რომ დაინახა. ჩემს კონცერტს დაესწრო და აღფრთოვანებული დარჩა. ამის შემდეგ ჩავედი თურქეთში და ფული აღარ გამოგვართვა. - უყვება ჟურნალ სარკეს ვაჟა დურგლიშვილი.