
კორონავირუსისგან დაინფიცირების პრევენციისათვის შეგიძლიათ სხვადასხვა ზომების გატარება, მათ შორის:
1. ხელები იბანეთ ხშირად, საპნითა და წყლით, ან გაიწმინდეთ სპირტიანი სითხით.
2. მოერიდეთ სახეზე შეხებას, განსაკუთრებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე.
3. დაცემინების ან დახველების შემთხვევაში, პირზე და ცხვირზე მიიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ხელსახოცი. გამოყენებული ქაღალდის ხელსახოცი მაშინვე გადააგდეთ.
4. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს. დაიჭირეთ უსაფრთხო დისტანცია ადამიანისაგან, ვისაც გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები აქვს.
5. მოერიდეთ ხელის ჩამორთმევას, გადახვევას ან გადაკოცნას. მოერიდეთ საკვების, დანა-ჩანგლის, ჭიქებისა და პირსახოცების საზიაროდ გამოყენებას.
6. გაწმინდეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან, მათ შორის, ტელეფონებს, კარების სახელურებს, სინათლის ჩამრთველს/გამომრთველს, დისტანციური მართვის პულტს და მაგიდის ზედაპირებს.
7. დარჩით სახლში, თუ შეუძლოდ გრძნობთ თავს, თუნდაც სუსტი ცხელების ან ხველის შემთხვევაში.
8. გაიკეთეთ პირბადე, თუ გახველებთ ან აცემინებთ, ან თუ უვლით პირს, რომელსაც შესაძლოა COVID-19 ჰქონდეს. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა ატარონ სამედიცინო პირბადეები.