
მომღერალ ზურა ხაჩიძეს უნატრია, რომ მძიმე დიაგნოზი მისი მეუღლის ნაცვლად მისთვის დაესვათ - ამის შესახებ მომღერალმა გადაცემა „სიცრუის დეტექტორში” განაცხადა.
ხათუნას თქმით, ზურამ მისი ფასი მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, ძლივს გაიგო.
„გაუმძაფრდა ჩემი სიყვარული, ამ ჩემმა ავადმყოფობამ ბევრ რამეზე დააფიქრა და რაღაცნაირად ძლივს ჩემი ფასი გაიგო“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.
შეგახსენებთ, რომ ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. ის სამკურნალოდ ავსტრიაში გამგზავრებას გეგმავს.