დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, ოპოზიციამ მმართველ პარტიას არ უნდა მისცეს პირობის უკან წაღებისა და ამგვარად კონსტიტუციური კანონპროექტის ჩავარდნის შესაძლებლობა.
ვიდრე ამ ქვეყანას სათავეში მილიარდერი ივანიშვილი უდგას ყველაფრის საფრთხე არსებობს და ყველაფრის საფრთხე იარსებებს, დაწყებული საარჩევნო სისტემის, საკონსტიტუციო ცვლილების არმიღებით, დამთავრებული სახელმწიფოებრივი საფუძვლების ბოლომდე მორღვევით. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, წინ დიდი ბრძოლაა და ისინი იბრძოლებენ იმ გზით, რაც ამ სახელმწიფოს „განათებას მოემსახურება და არა წყვდიადში შესვლას“.
ტყუილით და მანიპულირებით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ჭაობში შეიყვანა და ყველა ნაბიჯით უფრო ღრმად იძირება მასში. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი - შეთანხმების შესრულება მის ორივე ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქარაძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების შესრულება გულისხმობს, როგორც საარჩევნო, ასევე პოლიტიკური დევნის ნაწილში მის შესრულებას. როგორც ბაქრაძე ამბობს, სწორედ ასეთი მოლოდინი არსებობს უცხოელი პარტნიორების მხრიდანაც.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შეშელიძის ქუჩაზე არსებულ მეწყერსაშიშ ზონაზე მეწყერსაწინააღმდეგო დამჭერი კონსტრუქცია მოეწყობა. მისი თქმით, პროექტი ითვალისწინებს სადრენაჟე არხების მოწყობასაც.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გუშინ მათ კლინიკაში ექვსი პირი გამოჯანმრთელდა და ყველა მათგანი მოზარდია.
ვფიქრობ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე გატანას და მის მიღებას შევძლებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტს ამ საგაზაფხულო სესიაზე ორი პრიორიტეტი ექნება: პირველი - პანდემიის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების ზედამხედველობისა და შეფასების ნაწილი და მეორე - საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა.
თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, დათმობაზე ვინმე იფიქრებს, დამერწმუნეთ, „ქართული ოცნება” მიჩვეულია მოტყუებას, „გადაგდებას” და ის აბსოლუტურად ყველაფერში „გადაგვაგდებს“,- ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში განაცხადა, სადაც ოპოზციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა იმართება.
ანაკლიის პორტი, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს აშენდება. გვინდა ანაკლიის პროექტი? მაშინ არ გვინდა ეს ხელისუფლება, დანარჩენი არის ილუზიები, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის გაჩერებით ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალება შეასრულა და ახლა ერთადერთი ძალა, რომელიც პროექტის თავიდან შემოტრიალებას აიძულებს, ხალხი და არჩევნებია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება სოციალურ ქსელ TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად გამოყოფაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ირანის საზღვაო ძალების ინფორმაციით, დღეს ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტის შემდეგად 19 მეზღაური დაიღუპა და 15 დაშავდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.