
დანიის ფერმებში წაულების განადგურების პროცესი მიმდინარე კვირის ბოლოს დასრულდება. ცხოველი, რომელსაც ძვირფასი ბეწვის სამოსის დასამზადებლად ამრავლებენ, ახალი კორონავირუსის მუტაციის გამო, ადამიანებისთვის საფრთხედ მიიჩნიეს.
მუტირებული ვირუსით წაულებისგან დანიაში უკვე 214 ადამიანია ინფიცირებული და რისკის წინაშეა ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებული კიდევ 280 ათასამდე ადამიანი.
დანიის შრატების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა უკვე დაადასტურეს კორონავირუსის ხუთი მუტირებული შტამის არსებობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, წაულების ფერმებიდან კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ასევე გამოვლინდა შტატებში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ესპანეთსა და იტალიაში.