
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მრჩევლის, ბრიუს ეილვარდის განცხადებით, ჯანმო იმედოვნებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიიღებს, რაც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას.
„მარტისთვის, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ სიტუაციაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის უკვე გვექნება არა მხოლოდ საშუალებები, არამედ ვაქცინებიც“,- განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.
წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ კორონავირუსის პირველ ვაქცინას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია. საუბარია გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე.