ვარდის ნოტები - 3 ახალი პარფიუმი, რომელიც გაზაფხულს დაიპყრობს

Image

პარფიუმი - თქვენი საიმედო თანამგზავრია, რომელსაც ყოველდღიურად ვანდობთ განწყობას. სუნამოს შერჩევისას მხოლოდ მის სურნელს არ ვანიჭებთ უპირატესობას, მნიშვნელოვანია ლამაზი შლეიფი გაჩნდეს და სიმსუბუქეში არ შეგვიშალოს ხელი. ვარდის კომპოზიცია ქამელეონს ჰგავს, მარტივად იცვლება სეზონის მიხედვით და პარფიუმერების ფავორიტია.გაზაფხულის პარფიუმერული „გარდერობი“ ახალი სეზონისთვის მზად არის, არ დაგავიწყდეთ რომ ვარდი ტრადიციულად სიყვარულის სიმბოლოა.

 

Dolce & Gabbana

153349674-845533512969295-6806971667615773371-n-1614328181.png

 

ყვავილოვანი და ხილის კომპოზიცია - ეს ის კომბინაციაა, რომელიც ზამთარში მოგვენატრა. მაისის ვარდის სურნელი Dolce-ს ყვავილოვან ოჯახშიც გაჩნდა, რომელსაც თეთრი ატამი, მაგნოლია, წითელი მოცხარი და მწვანე ვაშლი უქმნის კომპანიონობას. როგორც კი ტკბილი ნოტები აორთქლდება, თამაშში მუსკუსი, ხე და სანდალი ერთვება - სწორედ ისინი ხდებიან კომპოზიციის სიღრმეზე პასუხისმგებელი.

Burberry

154123503-1083784112033788-3283990044921485506-n-1614328181.png

თუკი ღრუბლიანი ლონდონი გიყვართ, დროა შეიქმნათ გარშემო შესაფერისი განწყობა არომატის საშუალებით. ამაში პარფიუმერი ჟერომა დი მარინო და მაია ლერნსი დაგეხმარებათ. საფირმო კომპოზიცია Her წელს განახლებული ვერსიით წარსდგა და ბევრად ნაზი ნოტებით გამოირჩევა წინამორბედისგან განსხვავებით, რაზეც პასუხისმგებელი ვარდი და პიონია. რომანტიკულ განწყობას კი მუსკუსის შლეიფი შეგივსებთ.

Chloé

153235162-261489745436949-6818643629139113508-n-1614328180.png

პარიზული რომანტიკა და ქალურობა სინამდვილეში Chloé-ს ახალ კომპიზიციაში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. საქმე იმაშია, რომ ვარდი თეთრ ჭადართან, შავ მოცხართან და მზიან მანდარინთან ერთად კომბინაციაშია წარმოდგენილი. ერთი შეხედვით კომპოზიცია არ ერწყმის ერთმანეთს, არომატები სინამდვილეში გეპატიჟებათ რთულ მოგზაურობაში გაჯერებული ვარდის ნოტებით. ეს ყოველივე კი სიდონი ლანსესერმა და მიშელ ალმერაკმა საფირმო ბაფთით შეავსეს. ამ ჟესტით შეგვახსენეს ის, თუ რამდენად კარგია რომ სამყაროში მუდმივობას თავისი ადგილი აქვს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !