-
2021-03-10 14:28
ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სატელევიზიო შოუ „გვირგვინია“ რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორიის შესახებ გვიამბობს.
მეოთხე სეზონში, სცენარი პრინცესა დაიანას გარშემო ვითარდება, მაყურებლები სულმოუთქმელად ელოდნენ, თუ ვინ და როგორ შეასრულებდა ამ საპასუხისმგებლო როლს. „ოქროს გლობუსის“ ვირტუალურ დაჯილდოებაზე, The Crown საუკეთესო დრამატულ სატელევიზიო სერიალად დასახელდა, ხოლო პრინცესა დაიანას როლის შემსრულებელი, ემა კორინი ნომინაცია „საუკეთესო მსახიობი ქალი დრამატულ სერიალში“ გამარჯვებული გახდა.
მას საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავდა.25 წლის ახალბედა ვარსკვლავმა ემამ მასზე ბევრად გამოცდილ მსახიებობს აჯობა, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კორინი ამ როლს მართლაც არაჩვეულებრივად ასრულებს. რაც შეეხება CROWN-ში მის ჩაცმულობას, მასზე დიზაინერმა ემა რობერტსმა იზრუნა და ყველა სამოსი რომელიც მან შექმნა პრინცესა დაიანას გარდერობიდან იდენტურად აღადგინა. პრინცესა ლედი დის სტილი იყო და არის ქალთა შთაგონების წყარო. ის მცირე დეტალების გამოყენებით უნიკალურ, ინდივიდუალურ სტილს ქმნიდა, რომელიც დღემდე რჩება მოდის ინდუსტრიის ინსპირაციად.