საკნიდან მერაბიშვილის გაყვანა, სააკაშვილისა და ახალაიას მიმართ ბრალდებები, „კაბელების საქმე“ - აშშ-ის სახდეპის ანგარიში ადამიანის უფლებებზე

Image

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე მედიას ჯონ კერიმ წარუდგინა. ანგარიშში საქართველოში გახმაურებული საქმეებიც მოხვდა. 

 

საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანის, მიხეილ სააკაშვილისა და ბაჩანა ახალაიასთვის წაყენებული ბრალდებები, ალასანიას მოხსნისა და ე.წ. კაბელების საქმე, ფარული მოსმენები „რუსთავი-2“-ის ოფისში - ეს ის თემებია, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2012 წლის დეკემბრის შემდეგ ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა ყოფილი ხელისუფლების 45 მაღალი თანამდებობისა და საშუალო რანგის პირებს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტს, ოპოზიციური პარტიის გენერალურ მდივანსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს.

 

ანგარიშში ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ შეუთანხმებლობად უკანონო მოსმენების თემა დასახელდა. ჯონ კერიმ ამაზე საუბრისას მაგალითად მოიყვანა "რუსთავი-2"-ის ოფისში გაკეთებული უკანონო ფარული ჩანაწერი. 

 

ანგარიშში ასევე შესულია ქობულეთში, მეჩეთის შესასვლელთან დაკლული ღორის თავის დამაგრების ფაქტი და რამდენიმე თანამდებობის პირის ჰომოფობიური გამონათქვამები. ანგარიშის მიხედვით ქალებზე ძალადობა საქართველოში ისევ პრობლემად რჩება.

 

სახდეპის ანგარიშში დადებით ფაქტორებზეც არის გამახვილებული ყურადღება. კერძოდ, მითითებულია, რომ შემცირებულია პატიმართა სიკვდილიანობა და რომ სასამართლოს პრაქტიკაში გახშირდა აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება, რის გამოც არ ხდება ყოველთვის პატიმრობის შეფარდება. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !