ვერძი: - დაეხმარეთ გაჭირვებულებს. ნუ ელით მადლობას, ისე აკეთეთ სიკეთე. ნუ განაწყენდებით, თუ ახლობლებმა უყურადღებოდ დატოვეს თქვენი შრომა და მზრუნველობა.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის გიორგი სანაიას მკვლელობიდან 14 წელი გავიდა. 2001 წლის 26 ივლისს "რუსთავი-2" ეთერში, თავდაპირველად ტიტრის საშუალებით გავრცელდა ცნობა: "გიორგი სანაია გარდაიცვალა".
ერთი მგვტ/სთ ელექტროენერგიის ღირებულება კვირას ესტონეთსა და ფინეთში 8,95 ევრო იქნება. ჯერ კიდევ შაბათს ესტონეთში ერთი მგვტ/სთ ელენერგია 25 ევრო ღირდა.
2015 წლის პირველი კვარტლის მონაცემები სიღარიბის ზღვარზე მცხოვრები მოსახლეობის რიცხვის შესახებ „ინტერაფქსს“ მოჰყავს: რუსეთში მათმა რიცხვმა 22,9 მლნ ადამიანს მიაღწია, რაც მოსახლეობის 15,9%-ია.
ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის შექმნა 2014 წელს დაანონსა. მისი თქმით, საზოგადოებაში შევიდოდნენ ექსპერტები და სხვადასხვა სფეროში კომპეტენტური პირები, რომლებიც „მოსახლეობას სწორი ანალიზის გაკეთებაში“ უნდა დახმარებოდნენ.
მსოფლიოში მოღვაწე ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე 23 ივლისს ესპანეთის მეფეს ფილიპე VI შეხვდა, რომელიც დაესწრო ვერდის "დონ კარლოს" ელ ესკორიალში ქეთევანის მონაწილეობით.
ინტერნეტში პოპულარულია რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში გასული გადაცემა, სადაც რუს პოლიტოლოგებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი, ოდესის მერობის ყოფილი კანდიდატი ვადიმ ჩერნი მონაწილეობდა.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმზღვანელი ანდრო ბარნოვი გორის პოლიციაში გასაუბრებაზე დაიბარეს. ბარნოვი აქვეყნებსფურცელს, რომელიც მას გაუგზავნეს და "ფეისბუქზე" განმარტავს, რატომ არა აქვს აზრი მის მისვლას პოლიციაში.
კროსსოვერის ტიპის მანქანა, სადაც ექვსი ადამიანი იჯდა, ბზიფის ხეობაში, ერთერთ ხევში მას შემდეგ გადავარდა, რაც კლდეს შეეჯახა. მანქანა გზაზე რიწის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდა. მას ადგილობრივი მძღოლი მართავდა.
ილიჩევსკის პორტის დირექტორი იური კრუკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის თაობაზე პორტში ვიზიტის დროს ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმზღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. ბრძანება ხელმოწერილია და ძალაში უკვე შევიდა.