„საქართველო რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც გაუძლებს, თუ ბაბაიას დიპლომატიის გზას არ დაადგება“

Image

 

ფრაგმენტი აკაკი ბაქრაძის წერილიდან „ბაბაიას დიპლომატია“, სადაც განხილულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ასპექტები როგორც წარსულში, ასევე სამომავლო პერსპექტივაში. შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერი აკაკი ბაქრაძის გარდაცვალების დღეა.

 

… პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ მოვლენებს რეალურად და ფხიზელი თვალით შევხედოთ. სულერთია, ვინ მართავს რუსეთს: რუსი ივანე მრისხანე თუ თათარი ბორის გოდუნოვი, გერმანელი ეკატერინე მეორე თუ ქართველი სტალინი. ისინი რუსეთის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურებიან. . .

 

საქართველომ თავისთავს, ქართველმა ხალხმა თავისთავს საკუთარი ძალით უნდა უპატრონოს. ეს პოტენცია საქართველოს აქვს. ამას ჩვენი ისტორია თვალნათლივ ადასტურებს. აღარც რომის იმპერია არსებობს და აღარც ბიზანტიის, აღარც არაბთა ხალიფატი და აღარც ოსმალთა სულტანატი, აღარც მონღოლთა ულუსი და აღარც სპარსელთა შაჰინშატი. საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც.

 

გაუძლებს იმ შემთხვევაში, თუ არ დაადგება ბაბაიას დიპლომატიის გზას. ანდაზაა ქართული: დათვი რომ მოგერიოს, ბაბაია დაუძახეო. არ უნდა იყოს ეს ანდაზა ძველი. ყოველ შემთხვევაში იმდროინდელი, როცა ჩვენში ლაჩრობა არ ყოფილა პატივცემული. ანდაზა, ალბათ, მაშინ გაჩნდა, როცა საქართველოში ლაჩრობა კეთილგონიერებად მოინათლა. როცა საქართველო დაგლახდა და ბაბაიას ძებნა დაიწყო. („ბაბა“ თურქულად „მამას“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობით იხმარება იგი დღესაც საქართველოს ზოგიერთ კუთხეში). რამდენიც უნდა ვეძახოთ ჩვენს მტერს ბაბა, არ გახდება იგი მოყვარე და არ გვიპატრონებს მამასავით.

 

გიორგი ბრწყინვალის საქართველო რომ დაეცა, იმის მერე ვის არ ვეძახეთ ბაბაია- სპარსეთს, თურქეთს, რუსეთს, არ გამოვიდა არაფერი. მტერი მტრად დარჩა.

 

ჩვენ საცოდავ მეფეებს ეგონათ, რუსეთს ბაბაიას თუ დაუძახებდნენ ეშველებოდათ მათაც და საქართველოსაც. მოტყუვდნენ. ბაბაიამ საქართველოც შეჭამა და მათი დინასტიაც. ბაგრატიონთა გვარი სამად დაჰყო- გრუზინსკად, მუხრანსკად, და იმერეტინსკად- და საერთოდ გააქრო ისტორიის ასპარეზიდან.

 

ქართველ სოციალ- დემოკრატებსაც (სულერთია, მენშევიკი იყო იგი, თუ ბოლშევიკი) ეგონათ, სოციალ-დემოკრატიულ, ანუ კომუნისტურ რუსეთს ბაბაიას თუ დავუძახებთ, გვეშველებაო, მაგრამ ისინიც მოტყუვნდნენ. ზოგს უცხოეთში აღმოხდა სული, ზოგს - ციმბირში და ზოგიც საკუთარ კარიერას ემსხვერპლა. საქართველო კი მონის უღელდადგმული დარჩა.

 

არც დღეს გვიშველის ბაბაიას დიპლომატია. არ მოუტანს იგი საქართველოს კეთილს. დათვი დათვია და ბაბაიას ძახილით თვისებას არ გამოიცვლის. . .

 

თუ ვინმე იმედოვონებს, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლით, რუსეთი საქართველოს დაუბრუნებს აფხაზეთს და შიდა ქართლს (ყოფილ „სამხრეთ ოსეთს“ აო-ს), ან თავს იტყუებს ან სხვის მოტყუებას ცდილობს. მას მერე, რაც მე-19 საუკუნის 60-იან წლებში რუსეთმა გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, მოახდინა მისი ოკუპაცია, იგი (რუსეთი) თანამიმდევრულად ერეკებოდა ამ ტერიტორიიდან აფხაზებსაც (მოჰაჯირობა) და ქართველებსაც. დაცარიელებულ ტერიტორიაზე გეგმაზომიერად ასახლებდა რუსებს (ძირითადად კაზაკებს), სომხებს, ნაწილობრივ ჩრდილოკავკასიელებს და სხვა ხალხებს.

 

რუსულმა საიდუმლო პროპაგანდამ 1921 წლიდან საგანგებოდ დაიწყო აფხაზებში ქართველთა მიმართ ფანატიკური სიძულვილის დანერგვა და მიაღწია კიდეც ამას. ეს მკაფიოდ გამომჟღავნდა ამ ომშიაც, როცა გუდაუთის ხროვა დაუნდობლად გაუსწორდა ქართულ მშვიდობიან მოსახლეობას. ამოწყვიტა იგი და ოკუპირებულ აფხაზეთში მოახდინა დექართველიზაცია. ამით რუსეთმა აფხაზეთის მითვისების მრავალწლიანი ოცნებაც აისრულა.

 

იგი აფხაზეთს ნებაყოფლობით არასოდეს დააბრუნებს. . . დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს შესვლით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების ვარაუდი ზღაპარია. მოწიფულ ადამიანებს ზღაპრების დაჯერება არ შეეფერებათ. . .

 

უკანასკნელი ხუთი წლის მანძლზე ქართველმა ხალხმა თავგამეტებული იბრძოლა რუსეთისაგან თავდასახსნელად. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობამ ერთსულოვნად ხმა მისცა ჩვენი ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას. წელიწადზე მეტია რუსეთი გამოუცხადებელ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. წაგლიჯა აფხაზეთი და შიდა ქართლი.

 

გაუგონარი მხეცობით გაანადგურა ქართული მოსახლეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ნაწილში. ყოველივე ამის შემდეგ რა იურიდიული, რა ზნეობრივი უფლებით მოითხოვს საქართველოს მინისტრთა კაბინეტი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლას? თან ყოვლად უსუსურ არგუმენტებს იშველიებენ. თურმე ამა თუ იმ დარგის ხელმძღვანელმა საქმეს თავი ვერ გაართვა. ეს კი იმის ბრალი ყოფილა, რომ რუსეთთან გაწყვეტილია ეკონომიკური კავშირი. ის, ვინც ასე მიამიტურად მსჯელობს, ცხადია, დღევანდელ ვითარებაში მინისტრად ვერ გამოდგება.

 

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ ისინი, ვისაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა ეოცნებება და სხვა გზა ვერ მოუძებნია საქართველოს ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, არც მთავრობაში უნდა იყვნენ და არც პარლამენტში. თავის მართლება იმით, რომ ყველას აქვს უფლება საკუთარი განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ამ შემთხვევაში არ გამოდგება.

 

ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს არის მცდელობა საქართველოს პოლიტიკური მიზნისა და კურსის შეცვლისა. საქართველო დღეს მიდის დამოუკიდებლობის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესვლა კი არის ისევ რუსეთის უღელქვეშ დაბრუნება. ასეთი ცვლილებების მოთხოვნას განსხვავებული აზრი კი არ ჰქვია, არამედ სრულიად სხვა სახელი.

 

აკაკი ბაქრაძე, ,,ბაბაიას დიპლომატია“, 1995.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !