უგულავა:ბიძინას გადაწყვეტილებით ტელევიზორის ყიდვის უფლება მომცეს, ანუ პატიმრობაში მტოვებენ

ერთი კვირის წინ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით მომცეს უფლება, რომ ტელევიზორი მეყიდა, რაც ნიშნავს, რომ პატიმრობაში დამტოვებენ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე გიგი უგულავამ განაცხადა. 

>>>

გივი თარგამაძე: "თავხედმა "მოქალაქემ" დაიძინა და დაიბარა, რომ კონსტიტუცია გათელონ ფეხქვეშ"

"თქვენ ხედავთ ახლა მიტოვებულ შენობებს: ერთი შენობა, მეორე... ეს მიანიშნებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ იმ თავხედმა "მოქალაქემ" ალბათ, დაიძინა და დაიბარა, რომ კონსტიტუცია გათელონ ფეხქვეშ, რასაც მისი მონები ასრულებენ", - 

>>>

ნიკა გვარამიას განმარტება - რატომ არ სჭირდება საერთო სასამართლოების დადგენილება უგულავას გათავისუფლებას

"რუსთავი-2"-ის გენდირექტორი, იურისტი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა დაუყოვნებლივ და ერთგვარად პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უგულავას გასათავისუფლებლად საჭიროა საერთო სასამართლოების გადაწყვეტილება.

>>>

02:00 საათზე "კურიერი" ეთერში სპეცგამოშვებით გავა

02:00 საათზე "რუსთავი-2"-ის პირდაპირ ეთერში "კურიერი" სპეცგამოშვებით გავა. ეს დღეს მეორე სპეცგამოშვებაა. სავარაუდოდ, ეს სპეცგამოშვებაც, ისევე, როგორც წინა, ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას მხარდამჭერი აქციის გაშუქებას მიეძღვნება.

>>>

18 სექტემბერს, ნინო სულაბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება

18 სექტემბერს, მეტრო რუსთაველთან, 26 წლის ჟურნალისტის ნინო სულაბერიძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება.

>>>

უკრაინის ჰიმნის გაჟღერებისთანავე სააკაშვილმა ინტერვიუ შეწყვიტა (ვიდეო)

უკრაინულ ინტერნეტსივრცეში პოპულარულია ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეწყვიტა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ, როგორც კი დარბაზში უკრაინის ჰიმნი გაისმა.

>>>

გამოუშვებენ თუ არა უგულავას? იურისტთა სამი განსხვავებული პოზიცია

იმის შესახებ, ითვლება თუ არა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უკანონო პატიმრად და უნდა გათავისუფლდეს თუ არა დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, განსხვავებული პოზიციები აქვთ უგულავას ადვოკატს ბექა ბასილაიას, ეკა ბესელიასა და ლევან ალაფიშვილს.

>>>

უგულავას ადვოკატი: "უკანონო პატიმრის ყოლა დასჯადი ქმედებაა და ის ასე იოლად არ ჩაივლის"

გიგი უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, კურიერის სპეცგამოშვებაში, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ გიგი უგულავა პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

>>>

ნადირაშვილი - ბესელიას: "კორუმპირებული პარლამენტის წევრი ხართ, ქრთამის ფასად რუსეთის ჯაშუშები გაუშვით სახლში" (ვიდეო)

„სანამ ჩემს მიმართ გამოიყენებთ სიტყვა „ფუფუნებას“, გირჩევთ, სახლში მიბრძანდეთ და ნაჩუქარი წავის ქურქები გადაათვალიეროთ“, - ირმა ნადირაშვილმა ეს რჩევა პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელიას მისცა და მას „ქურდული სამყაროს ლობისტობა" შეახსენა.

>>>

17 სექტემბრის ჰოროსკოპი

ვერძი: - ძველი პრობლემების მოსაგვრებლად ახალი, ორიგინალური მეთოდები უნდა გამოიყენოთ. შეიძლება გარშემო მყოფები გაოგნდნენ თქვენი ქმედებით, მაგრამ თქვენთვის მთავარია, კონკურენტები ჩამოიშოროთ და წარმატებას მიაღწიოთ.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?