-
2015-09-23 18:51
ოდესაში საქმიან ვიზიტად მყოფი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მასთან ერთად ერთობლივი ბრიფინგიც გამართა, რომელიც უკრაინული ტელევიზიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
"ჩემი აზრით, ყველა ის კანდიდატი, ვისაც აქვს საშუალება, გახდეს აშშ-ის პრეზიდენტი, მომავალშიც დაუჭერს მხარს უკრაინას, იქნება ეს იარაღის მიწოდებისა თუ ეკონომიკის კუთხით, მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ აუცილებელია, უკრაინაში გაგრძელდეს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით, კორუფციის დაძლევის მიმართულებით", - განაცხადა ბრიფინგზე ჯონ მაკკეინმა.