
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე ტელერხ "როსიას" ეთერში ამბობს, რომ მოქმედ ხელისუფლებას სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიებისას არა ოთხი პიჯაკის, არამედ 2008 წლის ომის დაწყების, 2011 წელს ქუჩაში ხალხის დახოცვისა და ასობით პოლიტპატიმრის საქმეები უნდა გამოეძია.
ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ კრემლის ტელევიზიად მიჩნეული "როსიას" ახალ გადაცემაში "ვესტი.დოკ" ისაუბრა, რომელიც მთლიანად მიხეილ სააკაშვილს მიეძღვნა.