-
2015-08-24 14:15
დღეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მრავლად არიან სასულიერო პირები, მათ შორის, მიტროპოლიტებიც, რომლებიც პირდაპირ ეუბნებიან მრევლს, რომ "ბატონად რუსეთი გერჩივნოთ" და რომ "რუსი და ქართველი ხალხი ერთია"; "ჩვენი ერთმორწმუნე ძმები", ხოლო მათი კურთხევით გამოსული ჟურნალები 2008 წელს ჩამოგდებულ ბომბებს "უფროსი ძმის ალიყურად" და "ღვთისგან კურთხეულად" მოიხსენიებენ, განსაკუთრებით საინტერესოა ეს ვიდეო.
ფირზე გადაღებულია 1992 წელს, შემოდგომაზე, სოხუმში გამართული ერთი შეხვედრა, სადაც რუსი ჟურნალისტი ქალი ესაუბრება ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დავით ჭკადუას და მისთვის ადგილობრივ აფხაზთა პრეტენზიის წერილის გადაცემას ცდილობს, ხოლო შემდეგ ახმოვანებს ცრუ ინფორმაციას, როგორ დაცხრილა სოხუმის პლაჟზე დამსვენებლები სამხედრო ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლით ქართველმა მფრინავმა ჯიმი მაისურაძემ (ვიდეოს იმ ნაწილში, სდაც ქალი სამხედრო ვერტმფრენზე და პლაჟზე დახოცილ დამსვნებლებზე საუბრობს, სწორედ ეს "ლეგენდაა" გამოყენებული).
"რა ესაქმებათ აქ ჩრდილო კავკასიელებს? ჩეჩნებსა და ყაბარდოელებს? ვინ მოიწვია ისინი? რუსეთი უნდა ჩაერთოს და ეს არძინბა და მისი გუნდი დასაჯოს საერთაშორისო მსშტაბით!", - ამბობს მიტროპოლიტი, ხოლო მრევლის თხოვნაზე დაწყნარდეს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს, პასუხობს: "ვერ დავწყნარდები! არ შემიძლია ამის მოთმენა!".