
ტვ "როსია"-ს სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი, აწ უკვე წამყვანად აღზევებული ოლგა სკაბეევა, რომელიც ახალ გადაცემას "ვესტი.დოკ" უძღვება, გადაცემაში არ ერიდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი აგრესიის გამომჟღავნებას.
გადაცემაში, რომლის სტუმარი იყო ნინო ბურჯანაძე, სკაბეევამ სტუდიის სხვა სტუმარს ასეთი შეკითხვა დაუსვა: "რად უნდა უკრაინას ეს ექსპერიმენტები საკუთარ ქვეყანაზე? რაში სჭირდება მას სააკაშვილი, ეს საშიში ადამიანი?".
შეგახსენებთ, ოლგა სკაბეევა ცნობილია მინსკში სკანდალური გამოხტომებით, როცა მას ბელორუსის მეთაურის დაცვამ შეკითხვის დასმის საშუალება არ მისცა: სკაბეევა ხმამაღალი განცხადებით ცდილობდა უკრაინის პრეზიდენტის ყურადღების მიპყრობას, როცა ფორმატი შეკითხვას არ ითვალისწინებდა (პოროშენკო და ლუკაშენკო დარბაზს ტოვებდნენ), დაცვის წევრმა კი ის მკერდზე მიიკრა და მანამ არ გაუშვა, სანამ პოროშენკომ და ლუკაშენკომ დარბაზი არ დატოვეს.