თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღეს, 20 საათზე ზუგდიდში, ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძართან შეკრებილი მრევლი, რომელთა შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ, ზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის ხობში, ერთი დღით შესაძლო გადატანას აპროტესტებდა.
დღეს, დაახლოებით 21 საათზე, ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის გვერდით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
საქართველოს ცხრამეტწლამდელ ფეხბურთელ ქალთა ნაკრებმა შვეიცარიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში შვეიცარიელ თანატოლებთან 0:23 წააგო.
მომღერალმა სტას ბარეცკიმ, რომელიც ჯგუფ "ლენინგრადში" გამოდიოდა, ქუჩაში, გამვლელების თვალწინ რუსულ რუბლს ორიგინალურად დაუჭირა მხარი: მან აშშ დოლარების დასტა დაწვა, სადაც ჯამში 20.000 აშშ დოლარი იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროკურატურა ცდილობდა, გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დანიშნული პროცესი გადაედო და მიზეზად სათადარიგო მოსამართლეს ასახელებდა. პროცესს სათადარიგო მოსამართლე წარმართავს, რადგან ძირითადი მოსამართლე საქართველოში არ იმყოფება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთში მის ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა და ტელევიზიით კადრებიც გაავრცელა, სადაც ის ვიტალი დარასელიას საფლავთან, ოჩამჩირეში იყო აღბეჭდილი, თუმცა, თავად არ გაუვრცელებია ვიდეო, სადაც სოხუმის, როგორც აფხაზეთის დედაქალაქის სადღეგრძელოს ამბობს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვს.
სასამართლოპროცესზე, რომელსაც გიგი უგულავა რამდენიმე თვიანი პროტესტის შემდეგ პირველად ესწრება, მას საბოლოო სიტყვის თქმის უფლება მიეცა. უგულავა უკვე საათზე მეტია მოსამართლეს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციიდან გავრცელებული ინფორმაციით, ის 15 საათისთვის საგანგებო განცხადებას გააკეთებს.