-
2015-09-24 22:23
"ფეისბუქზე" შექმნილი ერთობ კრეატიული და პოპულარული გვერდის "მაღალიციცოს" ადმინის ვინაობა "მარაო.ჯი"-მ გაასაჯაროვა. ის "აფხაზეთის ხმის" წამყვანი და შოუ-ბიზნესში კარგად ცნობილი გიგი გოგოლაძეა.
არსებობდა ძალიან ბევრი და სხვადასხვანაირი ვარაუდი, ვინ იყო გვერდის ადმინისტრატორი, რომელიც ასე ენამოსწრებულად და ძალიან ორიგინალურად ხუმრობდა, ასევე ძალიან საინტერესო ფოტოებს პოულობდა, ქართულ სინამდვილეს იუმორით უსადაგებდა და აქვეყნებდა.
გვერდი "მაღალიციცო" "ფეისბუქზე" სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მისმა პოსტებმა მაშინვე მიიქცია ყურადღება. გვერდს ამ დროისთვის 38.000-ზე მეტი მომწონებელი ჰყავს, ხოლო ყველა დადებულ ფოტოს და აღწერას უამრავი მოწონება და გაზიარება ხვდება ხოლმე წილად.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43