
ავღანეთში "ნატოს გადამწყვეტი მისიის" შესრულების დროს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს ვასილ ყულჯანიშვილს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. ჯარისკაცის ოჯახი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იღებდა სამძიმრებს, მეგობრები კი დაღუპულს იხსენებდნენ.
"მე მყავდა გმირი მეგობარი, რომელმაც სერჟანტი გადაარჩინა და თვითონ ვერ დაუბრუნდება თავის ქვეყანას. რასაც წერილებში იწერებოდა და რასაც პირადად მეც მწერდა, ის იყო, რომ ის იქ იცავდა საქართველოს და დარწმუნებუი იყო, რომ ქვეყანას მისი იმედი უნდა ჰქონოდა", - ამბობს მეგობარი.
"ის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრებიდან ჯარისკაცობაზე ოცნებობდა და როცა ეს მისია დასრულდებოდა, მომავალ მისიაშიც აპირებდა ჩაბმას, ასეთი გეგმა ჰქონდა", - ამბობს ოჯახის მეგობარი.
შეგახსენებთ, ავღანეთში, საბრძოლო მისიის შესრულების დროს 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი დაიღუპა, სერჟანტი პაატა როსტობაია კი დაიჭრა. სავარაუდოდ, რაზმი ჩასაფრებაში მოჰყვა. დაჭრილი სერჟანტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.