სცენარისტ აკაკი სინჯიკაშვილის ("ფეისბუქში" მას აკა სინჯიკაშვილად იცნობენ) იდეა - სრულფასოვან კვებას მოკლებული, გაჭირვებული ადამიანებისთვის ქუჩაში საკვების დარიგება უკვე ძალიან პოპულარული აქციაა. აქცია მხოლოდ ქუჩაში მცხოვრები ადამიანების დახმარებას არ ითვალისწინებს, მოხალისეები პურსა და სხვა პროდუქტებს ოჯახებში და ბავშვთა სახლებშიც არიგებენ.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მხოლოდ ეკონომიკურ ნაწილს ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების თავი და თავი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.
მოგეხსენებათ, 12 აპრილი არის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით 18:00 საათზე გაიმართება აქცია პუშკინის სკვერში (თავისუფლების მოედანთან). აქციის მიზანია კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ამ თემატიკაზე.
ოდესის ოლქის გუბერნატორი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს უპირისპირდება და აცხადებს, რომ პრობლემა არ იყო მხოლოდ იაცენუკი და პრობლემა, ხშირად, პრეზიდენტის მიდგომებშია. სააკაშვილმა პოროშენკოს ულტიმატუმი წაუყენა.
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა წარადგინა. გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.
NDI-ის კვლევის ფარგლებში შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.
"საზოგადოებრივი ტელევიზიის" ჟურნალისტის მაია რამიშვილის პირად ტრაგედიას - 29 წლის ვაჟიშვილის მოულოდნელ გარდაცვალებას "ფეისბუქზე" ტელევიზიის თანამშრომლები ეხმიანებიან. ტრაგედიის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
ჰომოფობიური და არაკორექტული ლექსიკით გამორჩეული პოეტის რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი, რომელიც მან საქართველოს კომკავშირს მიუძღვნა, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოპულარობით სარგებლობს.
რუსეთის შემნახველი ბანკი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ერთერთ უმსხვილეს სპონსორს აფინასებს, სანაცვლოდ კი სანქციების მოხსნის პირობა აქვს მიღებული, - ამის შესახებ Observer „პანამის საბუთებზე“ (Panama Papers) დაყრდნობით წერს.
თუ პური არა, სანახაობა მაინც - "პოსტსკრიპტუმში" აკაკი გოგიჩაიშვილი ჰყვება, როგორ ნაწილდება "კულტურულად" საქართველოში კულტურისთვის გამოყოფილი მილიონები.