"ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყო - ბიძინა ივანიშვილი დღეს კახა კალაძის დედაქალაქის მერად წარდგენასაც არ დასწრებია.
3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. 2017 წელსაც შარშანდელის მსგავსად აბიტურიენტები გამოცდებს ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩააბარებენ.
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 15 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, 1586 ოქმი, აქედან 996 ქულებიანი ოქმია.
"განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს, რომელმაც გულში ჩამიკრა და უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მთაწმინდის პარკში სიტყვით გამოსვლისას.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქართულ სუნელზე დღეს არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების ვებგვერდზეგამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით ირკვევა, რომ 2014 წლიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში თბილისში ჩადენილი ყაჩაღობისა და ქურდობის რეგისტრირებული რაოდენობით, დღეში, საშუალოდ, 19-20 ყაჩაღობა და ქურდობა ხდებოდა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ენმ-ს დამფუძნებელმა და უკრაინის ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გადაცემაში Інша Україна(სხვა უკრაინა) სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ პეტრო პოროშენკო, იანუკოვიჩის მთავრობაში ყოფნის დროს, ოკუპირებულ აფხაზეთთან ვაჭრობდა და მას "ბოგდანის" მარკის ავტობუსების პარტია მიაწოდა.
"რუსთავი-2-ის" გენდირექტორი ნიკა გვარამია მის მიმართ ბოლო დღეებში გამოთქმულ პრეტენზიებს ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ზაალ უდუმაშვილის მხარდაჭერის გამოხატვას არ ერიდება.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, 28 ივნისს რუსულ გაზეთ ,,იზვესტიისთვის,, მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა სირიაში ,,ისლამური სახელმწიფოს,, დედაქალაქად წოდებული რაქა და ქალაქი მანბიჯი თავის კონტროლქვეშ მოაქციოს.