თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმება არ სრულდება.
ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ, დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით, თუმცა დესოციალიზაციის გარეშე, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1111-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს ბოლო 24 საათის მანძილზე ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღე გასულ თვეს იყო, როცა გაიგო, რომ აშშ-ში სასუნთქი აპარატების საკმარისი რაოდენობა არ ჰქონდათ.
ინტერნეტ გამოცემა Informacia.club-მა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია - ასეთია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება.
ჩვენ, პრაქტიკულად, ქვეყანაში გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ფაქტობრივად, ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
რუსეთში ბოლო 24 საათის მანძილზე 3388 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 490-ს მიაღწია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი იმყოფება. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 306 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონ პაციენტს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვირუსი 2 000 231 ადამიანს დაუდგინდა.