მამუკა ხაზარაძე - მოვუწოდებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა

Image

დრო არ ითმენს, ვიმოქმედოთ პრინციპულად!- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა რეალური განსაცდელის წინაშე დგას და ამ ვითარებაში დიდი სიფრთხილე და გონიერება მოეთხოვება თითოეულ მოქალაქეს, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახლა, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და ეკლესიას ეკისრება.

 

„მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მიღწეული შეთანხმება, ჩვენი ღრმა რწმენით, არ შეესაბამება ჯანდაცვის სისტემის მიერ კორონავირუსთან ბრძოლისათვის შემუშავებულ სტრატეგიასა და სტანდარტებს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და კონსტიტუციურ წესრიგს, ვერ თავსდება საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივ ჩარჩოებში და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თანხმობასა და თანასწორობას. სამწუხაროდ, დღეს ისევ არ ჩანს სახელმწიფოს როლი. ხელისუფლება ისევ ათამაშებს ბურთს სხვის მოედანზე და საკუთარი პასუხისმგებლობის მოქალაქეებზე გადაბარებას ცდილობს. დაუშვებელია ასეთ კრიტიკულ ვითარებაში საჯარო ინსტიტუტების მხრიდან პასუხისმგებლობის მოხსნა და მოქალაქეების მიტოვება რთული სამოქალაქო, სამართლებრივი და აღმსარებლობითი საკითხების გადაწყვეტისას. მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, გამოხატოს საკუთარი მკაფიო პოზიცია, დაასრულოს ბუნდოვანება და გაურკვევლობა, ქვეყნის ორმაგი სტანდარტით მართვა, აიღოს პასუხისმგებლობა კანონის განუხრელ და საყოველთაო დაცვაზე.

სახელმწიფო ვალდებულია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა არ დააყენოს საფრთხის ქვეშ, რადგან პანდემია ეხება ყველას და კანონს უნდა იცავდეს ყველა. დროა, ქვეყანამ იცხოვრებს ერთი კანონით. აქვე მოვუწოდებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის იდგა ადამიანების სულიერი და ფიზკური სიმრთელის სადარაჯოზე, პატივი სცეს კანონს და შეასრულოს აკრძალვა, რომლის მიზანი ჩვენი მცირერიცხოვანი ერის გადარჩენაა და არა რწმენის შეზღუდვა. მოუწოდოს მრევლს სახლში დარჩენისკენ, რათა საკუთარი სახლებიდან ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის. მივესალმები იმ სასულიერო პირთა პოზიციას, ვინც განაცხადა, რომ სახლში დარჩენა არის პანდემიასთან ბრძოლისთვის აუცილებელი ზომა და სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება მრევლის გარეშე. კანონი უზენაესია. ქრისტეს ტაძარი ჩვენს გულშია!“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !